რუსეთის ღია გუნდური ჩემპიონატი მოსწავლეთა შორის ინფორმატიკაში
- 17 დეკემბერი, 2015
12 დეკემბერს ქართველმა მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს რუსეთის ღია გუნდურ ჩემპიონატში მოსწავლეთა შორის ინფორმატიკაში. შეჯიბრში მონაწილეობდა 205 გუნდი რუსეთიდან, ბელორუსიიდან, ბალტიისპირეთიდან და შუა აზიიდან. საქართველოდან მონაწილეობდა 6 გუნდი. მათგან ერთ–ერთმა (გიორგი სხირტლაძე, გიორგი კლდიაშვილი და ნუგზარ ჩხაიძე) მესამე ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვა (ამ შეჯიბრში 3 ოქროს, 4 ვერცხლს და 5 ბრინჯაოს გასცემენ). ასეთი წარმატებისათვის აღნიშნულ ჩემპიონატში ქართულ გუნდს ჯერ არ მიუღწევია (შარშან და შარშანწინ ბრინჯაოები ავიღეთ). წარმატებით იასპარეზა კომაროვის პირველმა გუნდმაც (ვანო გამეზარდაშვილი, სანდრო, ხოხიაშვილი, ბაქარ გამეზარდაშვილი), რომელმაც 7 ამოცანა ამოხსნა და მეორე ხარისხის დიპლომს მიიღებს. 6 ამოცანის ამოხსნისთვის მესამე ხარისხის დიპლომი აიღო "მზიური–კომაროვი–ვეკუა"–ს გაერთიანებულმა გუნდმა (ნიკა ლოსაბერიძე, საბა თავდგირიძე, დავით ბეჟანიშვილი). სეზონის სტარტი წარმატებული გამოდგა და იმედია წარმატებულადაც გაგრძელდება. შეჯიბრის საბოლოო შედეგები შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე: